ქამრების შემოჭერის პოლიტიკა

ენმ: მერიამ მთავრობის განკარგულება დაარღვია და ხარჯების შეკვეცის გეგმა არ აქვს

amerikiskhma.com

მთავრობის 6 მარტის გადაწყვეტილებით, ყველა სამინისტროსა და თვითმმართველ ერთეულს დაევალა, 23 მარტისთვის ხარჯების შეკვეცის საკუთარი გეგმა ფინანსთა სამინისტროსთვის გაეგზავნათ, თუმცა თბილისის მერიამ ეს ვალდებულება დაარღვია. როგორც დღევანდელ ბრიფინგზე საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა თამაზ შოშიაშვილმა განაცხადა, მერიას ხარჯების შეკვეცის გეგმა არ მოუმზადებია. შოშიაშვილის თქმითვე, თბილისის მთავრობას მრავალი არამიზნობრივი ხარჯი აქვს, რომელთა დაუყოვნებლივ შეკვეცაა საჭირო.

თბილისის მერია წელს 20 მილიონის ღირებულების ნაგავმზიდების შეძენას გეგმავს, რაც ხარჯების შემცირების პოლიტიკასთან არ არის თავსებადი. მთავრობის დადგენილებით, ხარჯების არა მხოლოდ შემცირება, არამედ დარჩენილი ხარჯების მიზნობრიობის განსაზღვრაც უნდა მოხდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა უწყებამ მთავრობას საკუთარი ხარჯების მიზნობრიობის შესახებ დოკუმენტაცია უნდა წარუდგინოს. 

კომენტარები