თბილისის ყოფილ მერს, გიგი უგულავას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ეს გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ჯემალ კოპალიანმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
მოსამართლემ სრულად გაიზიარა პროკურატურის მოთხოვნა და გიგი უგულავა პატიმრობაში დატოვა. სხდომას არ ესწრებოდა თავად გიგი უგულავა, რომელმაც განაჩენის გამოტანამდე ცოტა ხნით ადრე მიიღო გადაწყვეტილება, რომ საერთო სასამართლოებში გამართულ არც ერთ პროცესს აღარ დასწრებოდა.
ცნობისთვის, უგულავამ და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა სხდომა პროტესტის ნიშნად ხმამაღალი და კრიტიკული განხადებების შემდეგ დატოვეს. დარბაზში მხოლოდ მოსამართლე, პროკურორები და ადვოკატები იმყოფებოდნენ. ენმ-ს წარმომადგენლები კი ჯემალ კოპალიანს ხელისუფლების მითითებების შესრულებაში სდებენ ბრალს.
შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავას ბრალი 14 მარტს დაუმძიმდა, პროკურატურამ სასამართლოს უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით მიმართა. ენმ-ს წევრების ვარაუდით, ეს მოხდა იმიტომ, რომ უგულავას 9-თვიანი წინასწარი პატიმრობის ვადა 2 აპრილს გასდის და პროკურატურა ცდილობს, უგულავა ციხეში დააკავოს.





