გიგი უგულავას საქმე

გიგა ბოკერია: დღეს საქართველოს ჰყავს პოლიტპატიმრები

Giga Bokeria
Tabula

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საერთაშორისო მდივანი გიგა ბოკერია თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავასთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხს გამოეხმაურა.

''პროცესი, რაც დაიწყო ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, გაცდა ყველა წითელ ხაზს. სასამართლოს მონაწილეობაც ამ პროცესში, როგორც უბრალოდ ''გამპრავებელი'' იმ პოლიტიკური რეპრესიების რაც მიმდინარეობს ქვეყანაში. დღეს საქართველოს ჰყავს პოლიტპატიმრები. ამ ვითარებას მხოლოდ ზიანი მოაქვს საქართველოსთვის ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ და ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როდესაც უფსკრულისკენ მიაქანებს ივანიშვილის რეჟიმი ჩვენს ქვეყანას. რა თქმა უნდა ამას მთელი საზოგადოება, ჩვენ ყველანი არ შევეგუებით და ამას ყვეალფერს წერტილს დავუსვამთ აუცილებლად მშვიდობიანი და დემოკრატიული გზით''- განაცხადა ბოკერიამ.

რამდენიმე წუთის წინ საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ჯემალ კოპალიანმა გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვითაც თბილისის ყოფილი მერი პატიმრობაში რჩება.

კომენტარები