ავიაკატასტროფა

არგენტინაში ორი ვერტმფრენის შეჯახებისას რეალითი შოუს ათი მონაწილე დაიღუპა

Jose Alamo / AP

არგენტინაში ორი ვერტმფრენის შეჯახების შედეგად ათი ადამიანი დაიღუპა. უბედური შემთხვევა პოპულარული ფრანგული რეალითი შოუს გადაღების დროს მოხდა. დაღუპულთა შორის რვა ფრანგი და ორი არგენტინის მოქალაქეა.

ავიაკატასტროფაში ცურვაში ოლიმპიური ჩემპიონი კამილ მიუფა და ფრანგი მოკრივე ალექსის ვასნეტი დაიღუპნენ. დაღუპულთა ახლობლებს სამძიმარი საფრანგეთის პრეზიდენტმა გამოუცხადა. რეალითი შოუს მონაწილეები ვერტმფრენებით მიუწვდომელ ადგილებში უნდა გადაეყვანათ, საიდანაც გზა თავად უნდა გაეკვლიათ.

კომენტარები