სავიზო პოლიტიკა

ბოკერია: წულუკიანის პასუხისმგებლობაა, რომ ქვეყანა უმძიმეს კრიზისში იმყოფება

მე ვერ გავაკეთებ კომენტარს რომელიმე ქვეყნის საელჩოს განცხადებაზე, მაგრამ საქართველოს იუსტიციის მინისტრი ქალბატონი თეა წულუკიანი არის ერთი მხრივ პასუხისმგებელი ქსენოფობიური განწყობების გაღვივებაზე და მეორე მხრივ, პასუხისმგებელია იმ უმძიმეს დარტყმაზე, რომელიც მიიღო საქართველოს ეკონომიკამ, ტურიზმმა, ლარმა ამ სავიზო პოლიტიკის შედეგად და ეს აისახა თითოეული ჩვენი მოქალაქის შემოსავალზე და უმძიმეს კრიზისში ჩააგდო ქვეყანა. ეს კრიზისი კიდევ უფრო ღრმავდება და დღეს, როცა ყველასთვის ნათელია, როგორი ბრიყვული და არაკომპეტენტური იყო ეს პოლიტიკა, ამ პოლიტიკის შეცვლის ნაცვლად, ისინი აგრძელებენ ამ აბსოლუტურად უპასუხისმგებლო ქსენოფობიურ განცხადებებს და კიდევ უფრო აღრმავებენ იმ პრობლემას, რომლის წინაშეც ჩვენი საზოგადოება დგას.

განაცხადა ენმ-ის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა გიგა ბოკერიამ.

კომენტარები