რუსეთის მიერ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებული ეს წვრთნები არის უკიდურესად შემაშფოთებელი. ეს არის ყველა იმ შეთანხმების დარღვევა, რომელიც ჩვენ რუსეთთან გვაქვს, მათ შორის აგვისტოს ომის შემდგომი შეთანხმების და საერთაშორისო ნორმების დარღვევაზე აღარაფერს ვამბობ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას ვგმობთ. რა თქმა უნდა, ვართ უკიდურესად ყურადღებიანნი, როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ ეს და შესაძლოა მომდევნო ნაბიჯები რუსეთის მხრიდან არ იქნება ის, რაც ჩვენ გადაგვახვევინებს ევროპული გზიდან, იმიტომ რომ ეს ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია.
tbl.ge/w17
დაკოპირდა

განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ოკუპირებულ ცხინვალსა და აფხაზეთში რუსეთის მიერ დაწყებულ სამხედრო საველე წვრთნებთან დაკავშირებით.
ამავე თემაზე
- კობახიძე: ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის შექმნა იყო ღალატი, მას სჭირდება შემობრუნება
- ოკუპირებულ ცხინვალში სკოლის მოსწავლეების მიერ დაზიანებული სტალინის ძეგლი აღადგინეს
- კალაძე: ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია და რეალობა მგონია
- სუს: ხურვალეთთან რუსული საოკუპაციო ძალის მიერ დაკავებული გიორგი ბოლოთაშვილი თავისუფალია
- სუს: საოკუპაციო ძალებმა ხურვალეთთან 3 მოქალაქე უკანონოდ დააკავეს, 1 უკვე გათავისუფლდა




