თბილისის მერია

მარიამ შელეგიას არ აქვს ინფორმაცია თუ ვინ შეცვლის მას და რევაზ ჩახავას

amerikiskhma.com

თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ადასტურებს, რომ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. მისივე თქმით, ის მუშაობას კვლავ საჯარო სამსახურში გააგრძელებს, თუმცა კომკრეტულად რა პოზიციაზე - ჯერჯერობით არ აკონკრეტებს. მარიამ შელეგიას არ აქვს ინფორმაცია, თუ ვინ შეცვლის მას და რევაზ ჩახავას ადმინისტრაციის უფროსისა და მისი მოადგილის თანამდებობებზე. მერიის ადმინისტრაციის უფროსმა და მისმა მოადგილემ თანამდებობა ორი დღის წინ დატოვეს.

თბილისის მერის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე გამორიცხავს, რომ მერიაში ბოლო დროს განხორცილებული საკადრო ცვლილებები გამოვლენილ კორუფციულ ფაქტებს უკავშირდებოდეს. გოგლიჩიძის თქმით, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. მერის მოადგილე არ აკონკრეტებს, მოასალოდნელია თუ არა უახლოეს მომავალში სხვა საკადრო გადაადგილებები, მათ შორის, საბურთალოს გამგეობაში, სადაც დიდი ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე ორი დღის წინ ერთ-ერთი სამსახურის თანამშრომელი დააკავეს.

ცნობისთვის, რამდენიმე კვირის წინ, დიდი რაოდენობით ქრთამის აღებისთვის მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსი ჯოკია ბოდოკია დააკავეს. საკრებულოს თავისუფალი დეპუტატები და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები რიგგარეშე სხდომის ჩატარებას მოითხოვენ, რათა მერიაში გამოვლენილ კორუფციულ ფაქტებზე იმსჯელონ. 

კომენტარები