რუსეთის წინააღმდეგ სანქციები

აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

reuters.com

აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა, - ამის შესახებ ინფორმაცია თეთრი სახლის პრესსპიკერმა გაავრცელა.

პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც რუსეთი მინსკის შეთანხმების პირობებს არ ასრულებს.

"კონკრეტული ადამიანების ქმედებები და პოლიტიკა, რომელიც ხელს უშლის უკრაინაში დემოკრატიულ პროცესებს, საფრთხეს უქმნის მშვიდობას, უსაფრთხოებას, სტაბილურობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას; ასევე, რუსეთის ფედერაციის ქმედებები და პოლიტიკა, მათ შორის ყირიმის გამიზნული ანექსია და უკრაინაში ძალის გამოყენება, საფრთხეს უქმნის ეროვნულ უსაფრთხოებას და აშშ-ის საგარეო პოლიტიკას. ამიტომაც მე აუცილებლად ვთვლი ბრძანება 13660-ის მოქმედების ვადა გაგრძელდეს", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ამ გადაწყვეტილებით 2014 წელს მიღებული ყველა სანქცია, მათ შორის ყირიმის ანექსიის გამო დაწესებული შეზღუდვები, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდება.

კომენტარები