ლარის გაუფასურება

ფინანსთა სამინისტროსთან ლარის გაუფასურებას აპროტესტებენ

ნათია უსტარაშვილი

ფინანსთა სამინისტროსთან აქცია მიმდინარეობს. ლარის გაუფასურებას თავისუფალი საქართველოს, რეფორმატორებისა და ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერები აპროტესტებენ. ისინი ფინანსთა სამინისტროს შენობასთან დროშებით და პლაკატით მივიდნენ. პლაკატებზე გამოსახულია ერთლარიანი კუპიურა ნოდარ ხადურის თავით. აქციაზე ითხოვენ ჯერ ფინანსთა მინისტრის, შემდეგ კი მთელი მთავრობის გადადგომას. მათ მოუწოდეს ნოდარ ხადურს, აქციის მონაწილეებს შეხვდეს. 

„პირველი ჩვენი მოთხოვნა არის ფინანსთა მინისტრის გადადგომა. არავითარი სავალუტო ფონდი. ბიძინა ივანიშვილმა ჩადოს დაპირებული მილიონები ქართულ ეკონომიკაში და ეს პრობლემაც მოგვარდება. დღეს ჩვენ შევეცდებით, ფინანსთა მინისტრს ცოტა დისკომფორტი შევუქმნათ. გასცეს ხალხს პასუხი, არა რაღაც ბუნდოვანი პასუხები, არამედ კონკრეტული, როდის დაუბრუნდება ლარი ისეთ კურსს, რომ მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი იქნება", - განაცხადა ბლოკ არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრმა ბეჟან გუნავამ.

კომენტარები