ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

ივანიშვილი: NGO-ების პოზიციებს გადავამოწმებთ, ენმ-ს ხომ არ უწევენ აგიტაციას

კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ექსპერტს დაირქმევენ, არასამთავრობოს თუ პოლიტიკოსს, მოხდება მათი პოზიციების გადამოწმება, ხომ არ ცრუობენ, რამდენად ობიექტურები არიან და ა.შ. თუ გაჩნდა ეჭვი, რომ ზოგიერთი არასამთავრობოს ხელმძღვანელი ცრუობს და ნაციონალური მოძრაობის აგიტაციაშია ჩართული, ჩვენ კითხვებს დავსვამთ. არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელს, რა თქმა უნდა, შეუძლია, თუნდაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გახდეს, მიიღოს პარტიის აგიტაციაში მონაწილეობა, მაგრამ ეს საჯაროდ თქვას. თუ რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნაციონალური მოძრაობისა და რუსთავი 2-ის სიცრუის ფერხულშია ჩაბმული, ჩვენ კითხვებს დავსვამთ. შემდეგ უკვე მათი ნებაა - უნდათ გასცემენ პასუხს, უნდათ - არა.

განაცხადა ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივაიშვილმა კვირის პალიტრასთან ინტერვიუში.

კომენტარები