მთავრობის სხდომა

პრემიერი: ჯარზე შეტევა არის პირდაპირ ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა

ის, რაც ხდება ბოლო პერიოდში, არის მიზანიმართული შეტევა სამართალდამცავ ორგანოებზე. თავიდან დაიწყეს პოლიციაზე შეტევები, სპეცსამსახურებზე... შემდეგ გადავიდნენ ჯარზე უკვე. ეს არის პირდაპირ ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა. ის კამპანია, რაც ააგორეს ახლა თუნდაც მინისტრი ჯანელიძის წინააღმდეგ, არის ყოვლად დაუშვებელი. დაწყებული კეზერაშვილი, ახალაია და ვინ არა, რომელი ერთი მინისტრი, მათი კადრების შენახვა-დაწინაურება ხდებოდა წლების განმავლობაში. როცა თქვენ მიხვედით მინისტრად, თქვენ დაიწყეთ ამის ცვლილებები. სწორედ ამიტომ არის ამხელა აგრესია ნაციონალებისგან და ასევე, ჩვენი, უფრო ჩვენი ყოფილი კოალიციის ყოფილი წევრებისგან.

მიმართა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თავდაცვის მინისტრს მინდია ჯანელიძეს.

კომენტარები