თავისუფალი დემოკრატები

თავისუფალი დემოკრატები: პრემიერი საკუთარ უნიათობას სხვებს აბრალებს

თავისუფალი დემოკრატების შეფასებით, "პრემიერის დღევანდელი განცხადება კიდევ ერთხელ გვარწმუნებს მის არაკვალიფიციურობაში". პარტია ირაკლი ღარიბაშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, "ენმ-მ და ალასანიას გუნდმა ჯანელიძის წინააღმდეგ კამპანია ააგორეს". თავისუფალი დემოკრატების შეფასებით, პრემიერს სჩვევია, რომ "საკუთარი უნიათობა და უუნარობა სხვებს გადააბრალოს და პასუხისმგებლობა თავად არაფერზე აიღოს". 

"გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ზუმბაძეს და გრიგალაშვილს საერთოდ არ უმუშავიათ თავდაცვის სამინისტროში და ეს მხოლოდ პრემიერმინისტრის ფავორიტი მინისტრის საკადრო აღმოჩენაა. სწორედ ჯანელიძემ დაასაქმა მაღალ თანამდებობებზე გახმაურებული საქმეების პროკურორ-გამომძიებლები.

პრემიერმა დღეს კიდევ ერთი განცხადება გააკეთა, რომელიც ადასტურებს, რომ ის მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით აფასებს ადამიანებს. დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა მითითება მისცა თავდაცვის მინისტრს, რომ თანამშრომლები პოლიტიკური ნიშნით დაახარისხოს და ისე გაუშვას სამსახურებიდან.
ის მიდგომები, რომელსაც პრემიერმინისტრი უკეთებს დემონსტრირებას, ძირს უთხრის ძალოვან სტრუქტურებს. აქვე ცალსახად უნდა ვთქვათ, რომ პოლიციაში არსებულ ვითარებაზე მთლიანად უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მაშინდელმა შსს მინისტრმა ღარიბაშვილმა. მთავარი, რაც საფუძველს ურყევს სამართლდამცავებს, არის სწორედ ის, რაც პრემიერისგან დღეს ჩვენ გვესმის.

რაც შეეხება ირაკლი ალასანიას, საზოგადოებას გავახსენებთ, რომ სწორედ ის იყო ერთადერთი მინისტრი, რომელმაც ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიიღო და თანამდებობიდან გაათავისუფლა ის 10 მაღალჩინოსანი, რომლებიც ოჯახის განცხადებით, ჩართულნი იყვნენ სერგო თეთრაძის მკვლელობის საქმეში", - ნათქვამია თავისუფალი დემოკრატების განცხადებაში.

კომენტარები