უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატები

კუბლაშვილი: მოსამართლის გამოსაცდელი ვადით დანიშვნა შესაძლოა სახიფათო იყოს

მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით დანიშვნა შესაძლოა სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის სერიოზული საფრთხის შემცველი აღმოჩნდეს- ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კოტე კუბლაშვილმა განაცხადა.

კუბლაშვილის თქმით აუცილებელია შესაბამისი ნორმების გაუქმება.

"ვენეციის კომისიამაც არაერთხელ მიუთითა, რომ ეს შეიცავს ძალიან დიდ საფრთხეს დამოუკიდებლობისთვის და ასეთი დებულებები უნდა იქნეს ამოღებული როგორც კონსტიტუციიდან, ისე კანონმდებლობიდან. ასე, რომ ვფიქრობ, ჩვენმა კანონმდებლებმა ეს უნდა გაითვალისწინონ, რადგან სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის მართლაც მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველი შეიძლება აღმოჩნდეს", - განაცხადა კუბლაშვილმა.

კუბლაშვილმა კომენტარი ასევე მის პოტენციურ შემცვლელზეც გააკეთა და განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კეთილსინდისიერი და საქმის პროფესიონალი უნდა იყოს.

"კონკრეტულად კანდიდატებზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ, რაც შეეხება ზოგადად შემცვლელს, ის ჩემი აზრით, ორ მთავარ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს - ეს არის კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი", - განაცხადა კუბლაშვილმა. 

კომენტარები