ჰააგის სასამართლო

ჰააგის სასამართლომ სერბეთისა და ხორვატიის ურთიერთბრალდებები გენოციდზე უარყო

www.huffingtonpost.com

ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ ერთმანეთის წინააღმდეგ ხორვატიისა და სერბეთის სარჩელებზე ვერდიქტი ერთდროულად გამოიტანა. სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ვერც ხორვატიამ და ვერც სერბეთმა 1991-1995 წლებში მათ წინააღმდეგ გენოციდის აქტების ჩადენა მტკიცებულებებით ვერ დაადასტურეს. 

თავდაპირველად სარჩელი ხორვატიამ შეიტანა, რომელიც 1991 წელს ქალაქ ვუკოვარში და სხვა დასახლებულ პუნქტებში სერბული ძალების მიერ ჩადენილი ძალადობის, მათ შორის ვუკოვარში 260 მამაკაცის დახვრეტის გენოციდად აღიარებას მოითხოვდა. სერბეთმა ხორვატიის წინააღმდეგ შემხვედრი სარჩელი შეიტანა და მეზობელი ქვეყანა ომის დროს მისი ტერიტორიიდან 200 ათასამდე სერბის გამოდევნაში დაადანაშაულა.

ომს ყოფილ იუგოსლავიაში 20 ათასზე მეტი ადამიანი შეეწირა. 

კომენტარები