პოლიცია

ნადირაშვილი: მთავრობამ მიზანმიმართულად მიწასთან გაასწორა პოლიციის ავტორიტეტი

მაქვს განცდა, რომ ჩვენმა მთავრობამ საერთოდ შეწყვიტა ქვეყნის მართვა. ოლიგარქმა ივანიშვილმა და მისმა მდივანმა ბიჭმა ღარიბაშვილმა მოახერხეს ის, რომ მთლიანად, მიზანმიმართულად მიწასთან გაასწორეს პოლიციის ავტორიტეტი. დღეს ჩვენ მივიღეთ ქვეყნა, სადაც ერთ დღეში, ერთ პატიმარს შეუძლია, რომ ორჯერ გაიპაროს - ერთხელ მანქანიდან და მეორედ სასამართლო დარბაზიდან. ყველაზე სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას.

განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა გურჯაანის სასამართლოდან პატიმრის გაქცევაზე.

კომენტარები