შსს

ინტერპოლმა სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლის ყოფილი მოადგილე დააკავა

საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს და ბრიუსელის ინტერპოლის ბიუროს თანამშრომლობის შედეგად, სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლის ყოფილი მოადგილე ვიქტორ ჭელიძე ბრიუსელში დააკავეს. 1968 წელს დაბადებული ვიქტორ ჭელიძე 2000-2005 წლებში მუშაობდა ქალაქ ფოთში დისლოცირებული სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლის მოადგილედ ლოგისტიკისა და ინფრასტრუქტურის დარგში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აღნიშნულ პერიოდში ჭელიძემ არაერთხელ გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და სახელმწიფო ქონებას უკანონოდ ასხვისებდა.

"ვიქტორ ჭელიძე დამნაშავედ ცნეს მითვისება/გაფლანგვაში, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, სამსახურებრივ სიყალბეში, სამხედრო ქონების განზრახ დაზიანება ან განადგურებასა და სამხედრო ქონების შენახვის წესის დარღვევაში. ვიქტორ ჭელიძის საქართველოში ექსტრადიცია 31 იანვარს განხორციელდა", - აცხადებს შსს.

კომენტარები