შს მინისტრის პოსტი

გომელაური: შს მინისტრის პოსტს დავთანხმდები, თუ პრემიერი გადაწყვეტს

ტაბულა

შს მინისტრი მოვალეობის შემსრულებლის ვახტანგ გომელაურის თქმით, პრემიერი თავად გადაწყვეტს, ვის დანიშნავს მინისტრად. კითხვაზე, დათანხმდება თუ არა, თუ ირაკლი ღარიბაშვილი მას აირჩევს, პასუხობს, რომ "დავთანხმდები, თუმცა, პრემიერი თავად გადაწყვეტს ამას".

"როცა ელემენტარულად მინისტრი ტოვებდა ქვეყანას, მე ვასრულებდი მოვალეობას, თუ პრემიერი გადაწყვეტს, რომ ჩემზე გაკეთდეს არჩევანი ან სხვა პირზე, პრემიერი თვითონ იტყვის ამას. კონსულტაციები გვექნება ალბათ. ჯერ არაფერი გვქონია", - თქვა გომელაურმა.

თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით ალექსანდრე ჭიკაიძემ პრემიერმინისტრს გუშინ მიმართა. განცხადების მიხედვით, გადადგომის მიზეზი მის მიმართ ბოლო დროს გაჟღერებული ბრალდებები გახდა, თითქოს ის ხელს აფარებდა ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობაში მონაწილე პირებს. გუშინვე, დავოსში მყოფმა პრემიერმა კი თქვა, რომ ჭიკაიძის მოთხოვნას დააკმაყოფილებს.

კომენტარები