შსს

შსს-მ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ჩინეთის მოქალაქე დააკავა

RFE/RL

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქუთაისში 1994 წელს დაბადებული, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქე ჩან შუენი ჩ. პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დააკავა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირის N33-ში ფართი იქირავა, სადაც ე.წ. ჩინური მასაჟის სალონი გახსნა. იგი სალონში მომუშავე, ჩინეთის რესპუბლიკის მოქალაქე ქალბატონებს, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, ფართს პროსტიტუციისთვის გადასცემდა. ე.წ. ჩინური მასაჟის სალონის ჩხრეკისას ამოიღეს
პროსტიტუციის შედეგად მიღებული 2895 ლარი.

ოთხი ქალბატონი პროსტიტუციისთვის დაჯარიმდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 172-ე პრიმა-3 მუხლით.

გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით).

კომენტარები