ტერაქტი პარიზში

ხვალ პარიზში ერთიანობის მხარდამჭერი აქცია გაიმართება

media.fyre.co

ხვალ პარიზში ერთიანობის მხარდამჭერი აქცია გაიმართება. მასში მონაწილეობას ევროპული ქვეყნების ლიდერები მიიღებენ.

საფრანგეთის პრეზიდენტის გარდა, აქციას შეუერთდებიან დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი დევიდ ქემერონი, ესპანეთის პრემიერმინისტრი მარიანო რახოი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, იტალიის პრემიერმინისტრი მატეო რენცი და სხვა ლიდერები. 

ღონისძიებაში მონაწილეობის მზადყოფნა გამოთქვა უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომაც.

"კვირას პარიზში შევუერთდები ფრანგ ხალხს და საფრანგეთის პრეზიდენტს ერთიანობის მხარდასაჭერად. ჩვენ უნდა ვუთხრათ "არა ტერორიზმს" და "დიახ, თავისუფლებას" - დაწერა პოროშენკომ twitter-ზე.

ცნობისთვის,  7 იანვარს, Charlie Hebdo-ს რედაქციაზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა 12 ადამიანი, მათ შორის, ჟურნალის მთავარი რედაქტორი. ტერაქტი ძმებმა კუაშებმა განახორციელეს.  ისინი ქალაქ დამატენ ან გუიელში სამართალდამცავებმა მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, კუაშებს მძევლად ერთი ქალი ჰყავდათ აყვანილი.

პარალელურად, შეიარაღებულმა პირმა ქოშერულ მაღაზიაში რამდენიმე მძევალი აიყვანა. აჰმად კუბალის ლიკვიდირება ფრანგმა სამართლამდამცავებმა სპეცოპერაციის ჩატარების შემდეგ შეძლეს. კუბალისთან ერთად იმყოფებოდა მისი მეგობარი ქალიც, რომელიც ამ დროისთვის პოლიციის მიერ იძებნება. დაიღუპა სულ მცირე 4 მძევალი.

კომენტარები