NBA 2015-16 სეზონი

სმიტი და შამპერტი კალავიერსს შეუერთდნენ, უეიტერსი - თანდერსს

6 იანვარს, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში 3 გუნდს შორის გაფორმებულ ტრეიდზე გავრცელდა ინფორმაცია.

ნიუ-იორკ ნიქსის აწ უკვე ყოფილი მოთამაშეები - ჯ.რ სმიტი და აიმან შამპერტი კლივლენდ კავალიერსში გააგრძელებენ კარიერას, ხოლო დიონ უეიტერსი ამიერიდან ოკლაჰომა სიტი თანდერსის წევრია.

ამასთან, კავალიერსმა ნიქსში რეზერვები - ლუ ამუნდსონი და ალექს კირკი გაუშვა და ნიუ-იორკელებს 2019 წლის დრაფტზე მეორე რაუნდში არჩევის უფლებაც დაუთმო. რაც შეეხება ოკლაჰომას, უეიტერსის სანაცვლოდ, თანდერსმა კავალიერსს 2015 წლის დრაფტზე პირველ რაუნდში არჩევის უფლება მისცა. გარიგების მიხედვით, ოკლაჰომადან ნიუ-იორკში ფორვარდი, ლენს ტომასი გადავიდა.

ტრეიდი სასარგებლო იქნება კლივლენდელთათვის, რადგან გუნდს ტრავმის გამო ლებრონ ჯეიმსი გამოაკლდა, სიქსერსის წინააღმდეგ იმავე მიზეზით სათადარიგოთა სკამზე იჯდა კაირი ირვინგიც. რაც შეეხება დიონ უეიტერსს, უკვე არახალია, რომ ის კავალიერსში თავს არაკომფორტულად გრძნობდა და გუნდის შეცვლა სურდა, თანდერსში კი მის მისვლას გულშემატკივრები სიხარულით შეხვდნენ.

ნიუ-იორკელებს ტრავმის გამო გუნდის ლიდერი, კარმელო ენტონი რამდენიმე თვის განმავლობაში არ ეყოლებათ, ამასთან ერთად კი სახელფასო ჭერის დაბლა დაწევა სურთ. ამ მხრივ, შამპერტისა და სმიტის გაშვება ნიქსისთვის სასარგებლო იქნება, თუმცა სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას გუნდი ჯერ არ წყვეტს.

კომენტარები