ქრისტეშობის დღესასწაული

25 დეკემბერს მსოფლიოს ქრისტიანთა უმრავლესობა ქრისტეშობას ზეიმობს

მსოფლიოს ქრისტიანთა უმრავლესობა, ისევე როგორც მართლმადიდებელ ეკლესიათა უმრავლესობა დღეს ქრისტეშობას ზეიმობს. ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიაში საშობაო ლიტურგია საღამოს 9 საათზე დაიწყო და მას ეპისკოპოსი ჰანს-იოაჰიმ კიდერლენი გაუძღვა. ლუთერელებმა საშობაო ჰიმნები იგალობეს და მაცხოვრის ბეთლემის ბაგაში დაბადება იზეიმეს. საქართველოში მცხოვრებ ლუთერელებთან, რომლებიც საბჭოთა კავშირში, როგორც რელიგიური, ისე ძირითადად ეთნიკურად გერმანული წარმომავლობის გამო იდევნებოდნენ, ხელისუფლების წარმომადგენლები შობის მისალოცად არ მისულან.

კომენტარები