ირაკლი აბესაძის განცხადება

აბესაძე: თბილისის მერიაში კორუფციას სისტემური სახე აქვს

droanews.ge

"თბილისის მერიაში კორუფციას სისტემური სახე აქვს", - ეს განცხადება საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ირაკლი აბესაძემ გააკეთა. მისი თქმით, აღნიშნულს ადასტურებს ის, რომ თბილისის მერია კონტრაქტებს ერთ კომპანიასთან ტენდერების გვერდის ავლით აფორმებს.

აბესაძე ამბობს, რომ გზების რეაბილიტაციისთვის ერთ პირთან 19 კონტრაქტია გაფორმებული. საკრებულოს წევრის თქმით, აუცილებელია, მერიის შესყიდვებისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსების, ასევე თბილისის მერის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

კომენტარები