2014 წლის 10 დეკემბრამდე ავტობუსის ჯარიმა ვისაც აქვს გადასახდელი, მას საახალწლოდ ამნისტია შეეხება, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
წულუკიანის თქმით, მთავრობამ იუსტიციის სამინისტროს ინიციატივა ერთსულოვნად გაიზიარა.
„ერთსულოვნად გაიზიარა მთავრობამ იუსტიციის სამინისტროს ინიციატივა იმასთან დაკავშირებით, რომ იმ მოქალაქეებს, რომელთაც აქვთ 2014 წლის 10 დეკემბრამდე ავტობუსის ჯარიმა, მათზე მე შევიტანე ამნისტიის პროექტი, ეს არის 21 000 საქმე, რომელიც აღსრულების ბიუროში, აღსასრულებლად გვაქვს და პრაქტიკულად უიმედო საქმეებია, იმიტომ რომ 50% ამ ადამიანების, ვინც მევალეები არიან სახელმწიფო ბიუჯეტისა, არ არიან 21 წლის ჯერ, ან არიან პენსიონერები, ან სტუდენტები, ან უკიდურესად შეჭირვებულები და ამიტომ მათ არ გააჩნიათ შესაძლებლობა დაფარონ ეს ჯარიმები და პრაქტიკულად ეს საქმეები უიმედო საქმეების რიცხვში გვაქვს“, - განაცხადა წულუკიანმა.





