ირაკლი ალასანია

ალასანია ივანიშვილზე: აღარ არის საჭირო ასეთი კინკლაობა ღია ეთერებში

თავისუფალი დემოკრატების ლიდერის ირაკლი ალასანიას შეფასებით, "ღია ეთერებში ასეთი კინკლაობა საჭირო აღარ არის". ალასანია ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ განცხადებებს გამოეხმაურა. თავდაცვის ყოფილი მინისტრის თქმით, მან და ივანიშვილმა პოზიციები დააფიქსირეს როგორც საჯაროდ, ისე პრივატულ საუბრებში. 

"უკვე აღარ არის საჭირო ასეთი კინკლაობა ღია ეთერებში. ჩვენ, ორივემ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიციები პრივატულ საუბარშიც, საჯაროდაც და ახლა საჭიროა, გავიხედოთ მომავალში და გამოვასწოროთ ის შეცდომები, რომლებიც ქვეყანას გახდის უფრო დემოკრატიულს. თავისუფალი დემოკრატები მთავარ პოლიტიკურ საყრდენს გავიჩენთ შეთავაზებებში და იმ ხარვეზებს, რომლებიც დღეს აქვს ხელისუფლებას, გამოვასწორებინებთ", - განაცხადა ალასანიამ გუშინ, NATO-ს სპეციალურ წარმომადგენელ, ჯეიმს აპატურაისთან შეხვედრის შემდეგ. 

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია ცუდად ფლობს მენეჯმენტს და არ იცის, როგორ იმართება სახელმწიფო. აღნიშნულით ის ირაკლი ალასანიას ნათქვამს გამოეხმაურა, რომელმაც ბიძინა ივანიშვილზე თქვა, რომ "ინსტიტუტებისა და კანონის ნაცვლად, ქვეყანას ერთი კაცის ნება მართავს".

კომენტარები