აფხაზეთის ანექსია

ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას არც NATO აღიარებს

watanzaniaoslo.blogspot.com

ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებას არც NATO აღიარებს. ალიანსის გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის თქმით, ე.წ. ხელშეკრულება არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე, საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და ის ხელს შეუშლის საქართველოში არსებული სიტუაციის მშვიდობიან დარეგულირებას.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მოუწოდებს რუსეთს, უარი თქვას საქართველოს რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებაზე და გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან.

კომენტარები