რელიგიის სააგენტო 4 რელიგიურ ჯგუფს წლის ბოლომდე 1 750 000 ლარს გამოუყოფს. ამის შესახებ სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ განაცხადა.
"რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის #117-ე დადგენილებით, დაევალა საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისთვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურება.
რელიგიურ გაერთიანებებთან კონსულტაციისა და ფაქტობრივი გარემოებების (მრევლის ოდენობა, სასულიერო პირთა რაოდენობა, საკულტო შენობა-ნაგებობების რაოდენობა) შესწავლის საფუძველზე სააგენტომ მიიღო გადაწყვეტლება საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისთვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების მიზნით 2014 წლისთვის განსაზღვრული თანხა 1 750 000 ლარი განაწილდეს შემდეგნაირად:
1. საქართველოს ისლამური თემი - 1 100 000 ლარი;
2. საქართველოს სომეხთა სამოციქულო ქრისტიანულ თემს - 300 000 ლარიი;
3. საქართველოს რომანულ-კათოლიკეთა ქრისტიანულ თემს - 200 000 ლარი;
4. საქართველოს იუდეურ თემს - 150 000 ლარი", - აღნიშნა ვაშაყმაძემ.