ჩვენი საქმიანობა, რაც გავწიეთ მთავრობაში ყოველთვის იყო გამორჩეული იმით, რომ თავისუფალი დემოკრატები იყო ძალა, რომელსაც აქვს სუფთა წარსული. პირადად მე 20 წელზე მეტია საჯარო სამსახურში ვარ, მათ შორის სხვადასხვა დროს მეკავება მაღალი თანამდებობი იგივე შევარდნაძის მთავრობაში, სააკაშვილის მთავრობაში და არასდროს გარდა იმისა, რომ მე ვიყავი შეურიგებელი მებრძოლი კორუფციის და უსამართლობის, სხვა არანაირი ინფორმაცია ჩემზე საზოგადოებაში არ ყოფილა. ჩემი აზრით, ოპონენტებმა პოტენციური საფრთხე დაინახეს იმაში, რომ სწორედ ასეთი სუფთა ხელებით მოსული პოლიტიკოსი შეიძლება გახდეს მათი საპირწონე. სწორედ ამიტომ დაიწყეს აი ასეთი მეთოდებით ჩემი პოლიტიკური ძალის და ჩემს წინააღმდეგ ბრძოლა. ეს არის ჩემი დასკვნა.
ალასანია: ოპონენტებმა ჩვენში საფრთხე სუფთა წარსულის გამო დაინახეს
tbl.ge/nqc
დაკოპირდა

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია ყოფილ თანაგუნდელებთან კონფლიქტის მიზეზების შესახებ, იმედის გადაცემა რეაქციაში




