ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი არ ეთანხმება იმ აზრს, რომ თავდაცვის მაღალჩინოსნების დაკავება პოლიტიკური მოტივით მოხდა. თუმცა ამბობს, რომ პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები პოლიტიკურად არაკორექტულ დროს დააკავა. ამის შესახებ მან მოამბეში განაცხადა.
"ეს რომ ყფილიყო პოლიტიკურად ანგაჟირებული, რა პრობლემა იყო დალოდებოდა იმ პოლიტიკსს, რომელმაც დაუკვეთა - პრემიერზე თუ სხვა ვინმეზე აქვთ მინიშნება. და თუ ეს პოლიტიკურად გათვლილი და გაკეთაბდი იყო, სწრედ რომ პირიქით ჩანს მოვლენები როგორც განვითარდა. თავისუფლად შეეძლო იმ პოლიტიკოსს ვინც ეს დაგეგმა, დალოდებოდა დაბრუნებას თავდაცვის მინისტრის, მისთვისაც გაეცნო ერთი საათით ადრე, რომ ასეთი რამ მოხდება უწყებაში და შემდგომ განვითარებულიყო მოვლენები. რა უშლიდა ამას ხელს?
შეიძლება სწორედ ის, რომ პროკურატურამ ეს გააკეთა პოლიტიკურად არაკორექტულ დროს, მაგრამ უფლებამოსილებისთვის არ გადაუჭარბებია და არაფერი კანონი არ დაურღვევია. ყველაფერი სწორედ რომ პირიქით აჩვენებს." - განაცხადა ივანიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ
ივანიშვილი: მაღალჩინოსნების დაკავება პოლიტიკურად არაკორექტულ დროს მოხდა

ბიძინა ივანიშვილი




