აჭარაში პარტია თავისუფალი დემოკრატები ოთხმა წევრმა დატოვა.
შოთა თოდაძე, ირაკლი ხიტირი, ირაკლი თოდუა და დავით მიქელაძე კოალიცია ქართულ ოცნებაში დარჩნენ. მათი თქმით მთავრობისა და ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან არანაირი ზეწოლა არ ყოფილა და ეს გადაწყვეტილება ირაკლი ალასანიას განცხადების გამო მიიღეს. მათი აზრით ქვეყანა კვლავაც ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისაკენ მიისწრაფის.





