საპარლამენტო უმრავლესობისა და რესპუბლიკური პარტიის წევრის დავით ბერძენიშვილის განცხადებით, რესპუბლიკურმა პარტიამ მკაფიოდ დააფიქსირა, რომ თავისუფალი დემოკრატები რესპუბლიკური პარტიის მთავარი პოლიტიკური პარტნიორია.
"ჩვენ, რეპუბლიკელებმა ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირეთ, რმ თავისუფალი დემოკრატები რესპუბლიკური პარტიის მთავარი პოლიტიკური პარტნიორია ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. იმედი მაქვს, რომ კოალიციაში მოიძებნება შესაძლებლობები, რომ ვიყოთ ერთმანეთის პარტნიორები. არა მარტო რესპუბლიკელებს მოგვეთხოვება, სოლიდარობა გამოვუცხადოთ თავისუფალ დემოკრატებს, არამედ კოალიციის შემადგენელ ყველა სულიერს და, რა თქმა უნდა, კოალიციის თავმჯდომარეს. არ არის საინტერესო, რომელი ოპონენტი რას ამბობს, რომ საერთოდ, ერთი პარტია მეორე პარტიის განცხადებებზე კომენტარებს აკეთებდეს, ეს არ არის კვალიფიციური პოლიტიკა. იმას არ ველი, რომ მათ თავად დატოვონ კოალიცია. კოალიცია დგას გამოცდის წინაშე. მე იმედი მაქვს, რომ კოალიციაში საღი აზრი გაიმარჯვებს და ისეთივე პასუხისმგებლობით მოეკიდება ყველა შექმნილ ვითარებას, როგორც რესპუბლიკელები ვეკიდებით", - განაცხადა ბერძენიშვილმა.
აღნიშნული კომენტარი დავით ბერძენიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის წინ გააკეთა. შეხვედრას არ ესწრებიან თავისუფალი დემოკრატები. შეხვედრაზე იმყოფება იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელსაც მინისტრობის გამო პარტია თავისუფალი დემოკრატების წევრობის მანდატი აქვს შეჩერებული.
კრიზისი კოალიციაში
ბერძენიშვილი: თავისუფალი დემოკრატები რესპუბლიკელების მთავარი პარტნიორია

radiotavisupleba.ge




