"ოცი წლის განმავლობაში, ჩვენს ქვეყანაში წელს პირველად შემცირდა სიკვდილიანობა, რატომღაც არავინ არ მიაქცია ამას ყურადღება, მე ეს ძალიან მახარებს", - ამის შესახებ პრემიერმა განვლილი 2 წლის შეჯამებისას ისაუბრა.
საქსტატის მონაცემების მიხედვით, ეს განცხადება მცდარია.
საქართველოს ეროვნული სტატისტიკური ბიუროს მონაცემებზე დაყრდნობით ბოლო 10 წლის განმავლობაში სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2007 წელს იყო. 2004-დან 2007 წლამდე სიკვდილიანობას კლებითი ტენდენცია ჰქონდა და 47 000-დან 41 000-ზე ჩამოვიდა. ამის შემდეგ გარდაცვლილთა რიცხვოვნობამ მატება დაიწყო და 2012 წელს 49 000-ს გადააჭარბა, 2013 წელს კი ეს რიცხვი 48 500-ს გაუტოლდა, რაც 2007 წლის მაჩვენებელზე 7 000-ით მეტია.
შესაბამისად, პრემიერის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ 20 წლის განმავლობაში ქვეყანაში პირველად შემცირდა სიკვდილიანობა, მცდარია. სიკვდილიანობის ტენდენცია დაღმავალი 2004-2007 წლებშიც იყო.