საქართელოს პრეზიდენტი

პრეზიდენტი პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს წევრების დამტკიცებას მიესალმა

საქართველოს პრეზიდენტი მიესალმა პარლამენტის გადაწყვეტილებას საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრებად ნინო ბაქაქურისა და ზურაბ ძლიერიშვილის დამტკიცების შესახებ.

როგორც გიორგი მარგველშვილი თავის განცხადებაში აღნიშნავს, „მათი სახით მოსამართლეთა რიგებს მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალები შეემატა, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს სასამართლოს, როგორც ხელისუფლების დამოუკიდებელი შტოს განვითარებასა და გაძლიერებას".

 

კომენტარები