თეორემა

ბავშვი პატარძლები

გასულ კვირას ნობელის პრემია მშვიდობის დარგში 17 წლის მალალა იუსუფზაიმ მიიღო. ის პაკისტანში გოგონების განათლების უფლებისთვის იბრძვის. ამ ბრძოლის სანაცვლოდ მალალამ თალიბანისგან თავში ტყვიაც მიიღო. გასაკვირია, მაგრამ ნობელის პრემიის ლაურეატის წინააღმდეგ მშობლიურ პაკისტანში სიძულვილის ტალღა აგორდა. მოძულეებს შორის ისინიც არიან, ვინც მიიჩნევს რომ განათლება ქალის საქმე არ არის - ქალი უნდა გათხოვდეს და კაცს ემსახუროს.

ბავშვი პატარძლები მხოლოდ პაკისტანის პრობლემა არ არის. ცოტა ხნის წინ დაკარგული 14 წლის გოგონას მაძიებელმა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზარზეიმით გვამცნო, რომ გოგონა თურმე ნებაყოფლობით გათხოვილა და მშობლები ამ ფაქტს არ აპროტესტებენ.

სალომე ბარკერი მუშაობდა ბავშვი პატარძლების თემაზე.

ჩართვა ყოფილ სახალხო დამცველთან, გიორგი ტუღუშთან.

კომენტარები