ესპანეთში ებოლათი დაავადებული მედდის ძაღლი დააძინეს

Reuters

ესპანეთში, საზოგადოების პროტესტის მიუხედავად, ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ებოლათი დაავადებული მედდის ძაღლი დააძინეს. იმის მიუხედავად, რომ ძაღლს მეტსახელად ექსკალიბურს, ვირუსით დაინფიცირების არავითარი ნიშნები არ აღენიშნებოდა და კარანტინში იმყოფებოდა. სასამართლომ ადგილობრივ ადმინისტრაციას მისი დაძინების ნება დართო იმ მოტივით, რომ ძაღლი შესაძლოა, ვირუსის გადამტანი ყოფილიყო. ხელისუფლების გადაწყვეტილებას 50-მდე აქტივისტი აპროტესტებდა.

ოჯახის წევრების ინიციატივით, ინტერნეტში ძაღლის გადასარჩენად პეტიცია გავრცელდა, თუმცა ამან ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე გავლენა ვერ მოახდინა.

40 წლის ტერეზა რომერო მაშინ დაინფიცირდა, როდესაც საავადმყოფოში დაავადებულებს უვლიდა. ის დასავლეთ აფრიკის ფარგლებს გარეთ ებოლათი დაინფიცირებული პირველი ადამიანი გახდა. აფრიკაში ვირუსმა 3500-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.

კომენტარები