მიწისძვრა ტყიბულში

ტყიბულში მიწისძვრის შედეგად რამდენიმე მუშა მსუბუქად დაშავდა

ტყიბულში მიწისძვრის შედეგად მინდელის სახელობის მაღაროში ნგრევა მოხდა და რამდენიმე მუშა მსუბუქად დაშავდა.

,,მიწისქვეშა ბიძგების შედეგად ჩამოიშალა ტყიბულის მენდელის სახელობის შახტის მე-6 უბნის ერთი ადგილი. საბედნიეროდ მსხვერპლი არ არის. ერთ ერთ მეშახტეს სავარაუდოდ ფეხი აქვს მოტეხილი და მიმდინარეობს მისი ამოყვანა. რამდენიმე მუშამ მსუბუქი დაზიანებაც მიიღო" - განაცხადა მეტალურგიული და მძიმე მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირების თავმჯდომარე, თამაზ დოლაბერიძემ.

დღეს საქართველოში 3,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ტყიბულის მუნიციპალიტეტი იყო.

კომენტარები