ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

წალენჯიხის გამგებლის ორი წარმომადგენელი ქრთამის აღებისთვის დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ქრთამის აღების ფაქტზე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლები ჭალესა და ნაკიფუს ადმინისტრაციულ ერთეულებში, როინ მანია და გოდერძი კვარაცხელია დააკავეს.

გამოძიებით დადგენილია, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჭალესა და ნაკიფუს ადმინისტრაციული ერთეულების გამგებლის წარმომადგენლებმა როინ მანიამ და გოდერძი კვარაცხელიამ, მოქალაქეს ხე-მცენარეების ადგილწარმოშვების ყალბი ცნობების დამზადების სანაცვლოდ, ქრთამის სახით გამოართვეს 850 ლარი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით და 341-ე მუხლით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9 წლამდე ვადით.

კომენტარები