კიბერკრიმინალი

JPMorgan-ზე მომხდარი კიბერშეტევის მსხვერპლი შესაძლოა ბარაკ ობამაც იყოს

worldtribune.com

JPMorgan-ის ცნობით, ჰაკერებმა 76 მილიონი მომხმარებლის ანგარიში გატეხეს და საბანკო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია მოიპარეს. ეს ბანკის ისტორიაში ყველაზე დიდი კიბერთავდასხმაა. 

JPMorgan-ში ანგარიში ამერიკის პრეზიდენტ ბარაკ ობამასაც აქვს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, აღმოჩნდა თუ არა ამერიკის პრეზიდენტის ფინანსური ინფორმაცია ჰაკერების ხელში. ბარაკ ობამას საბანკო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის სავარაუდო გატეხვასთან დაკავშირებით თეთრი სახლი კომენტარს არ აკეთებს.

Bloomberg-ის ინფორმაციით, FBI ჰაკერული თავდასხმის უკან რუსეთის სპეცსამსახურებს მოიაზრებს. რამდენიმე თვის წინ რუსულმა სპეცსამსახურებმა ამერიკულ და ევროპულ უმსხვილეს ენერგეტიკულ კომპანიებზეც განახორციელეს კიბერშეტევები, თავდასხმებს სპეცოპერაცია ენერგეტიკულ დათვს უკავშირებენ.

JPMorgan-ზე თავდასხმა აგვიტოს თვეში მოხდა, კომპანია გასული დროის მანძილზე თავს იკავებდა მომხდარის გასაჯაროებისგან. ჰაკერებმა კერძო პირების ანგარიშებთან ერთად7 მილიონი კერძო ბიზნესის ანგარიშიც გატეხეს. JPMorgan-მა მომხდარიდან მალევე საკუთარ მომხმარებლებს პაროლებისა და სხვა კოდების შეცვლა ურჩია, რამაც მომხმარებლებში გარკვეული ეჭვები გამოიწვია.

კიბერშეტევის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ JPMorgan-ის აქციებზე ფასმა $15 ცენტით დაიწია. 

კომენტარები