უკრაინის კრიზისი

პუტინი ევროპის დედაქალაქებში ჯარების შეყვანით დაიმუქრა

ვლადიმირ პუტინი ვარშავაში, ვილნიუსსა და ევროპის სხვა დედაქალაქებში ჯარების შეყვანით იმუქრება. როგორც გერმანული გამოცემა Süddeutsche Zeitung წერს, რომელიც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სამსახურს ეყრდნობა, ამის შესახებ პუტინმა უკრაინის პრეზიდენტთან საუბრისას განაცხადა.

პეტრო პოროშენკომ ამ საუბრის შინაარსი ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზოს გადასცა. „რომ მოვინდომო, ორ დღეში ჯარს არა მხოლოდ კიევში, არამედ რიგაში, ვილნიუსში, ტალინში, ვარშავასა და ბუქარესტში შევიყვან", - განუცხადა პუტინმა პოროშენკოს.

გარდა ამისა, გერმანული გამოცემის ცნობით, პუტინმა უკრაინელ კოლეგას ურჩია, „ევროკავშირის დიდი იმედი არ ჰქონდეს", რადგან, სურვილის შემთხვევაში, მას ევროპული საბჭოს დონეზე გადაწყვეტილებების დაბლოკვა შეუძლია.

კომენტარები