გაეროს გენერალური ასამბლეა

ფანჯიკიძე: ივანიშვილიც იმავე შეფასებას აძლევს გაერო-ში ვიზიტს, როგორსაც მე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, "საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ბატონი ბიძინა ივანიშვილი, როგორც ჩანს, ზუსტად იმავე შეფასებას აძლევს ამ მოვლენას, როგორსაც ვაძლევდი მე". ფანჯიკიძე გაერო-ში გამგზავრების თაობაზე პრეზიდენტსა და მთავრობას შროის არსებულ პოლემიკას გამოეხმაურა.

"ჩემი პოზიცია გაეროში ორი დელეგაციის გამგზავრებასთან დაკავშირებით ცნობილია. მე არა მხოლოდ იქიდან გამომდინარე, რომ ღარიბი ქვეყნიდან ორი დელეგაციის გამგზავრება ძვირია, არამედ სხვა უხერხულობებიდან გამომდინარე, იცით, რომ ყოველთვის ვთვლიდი, რომ ორი დელეგაციის გამგზავრება არ იქნებოდა სწორი", - თქვა ფანჯიკიძემ.

ცნობისთვის, დღეს დილით გავრცელდა ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ, სადაც მან თქვა, რომ "საქართველო უკვე საპარლამენტო რესპუბლიკაა და კითხვა, თუ ვინ უნდა წავიდეს გაერო-ში, არ არსებობს". როგორც ივანიშვილმა გაზეთ კვირის პალიტრასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში აღნიშნა, ორჯერ ორი ოთხია, რომ გაერო-ს სხდომას პრემიერი უნდა დაესწროს.

ამასთან, ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ პრეზიდენტის აშშ-ში ვიზიტი ჩაიშალა.

კომენტარები