მე მაბარია 42 ათასი პოლიციელის ბედი, თუკი აქედან ერთი ადამიანი აღმოჩნდება ისეთი, ვინც დანაშაულის პროვოცირებაზე წავა, მას არ ვაპატიებ, რომ დანარჩენი თანამშრომლების იმიჯი შელახოს. ჩვენ შევისწავლეთ ფაქტები და ვიცით, რომ იყვნენ თანამშრომლები, ვინც ანტისახელმწიფოებრივად აზროვნებდნენ და პირადი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, ქვეყნის ბედით თამაშობდნენ. თითოეულ თათბირზე, ჩემს თანამშრომლებს მოვუწოდებ, რომ იმოქმედონ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მინისტრები მიდიან და მოდიან, პოლიციელები კი თავისი ქვეყნის სადარაჯოზე რჩებიან. ჩემი ბუნებიდან გამომდინარე, მე ვარ ლოიალური და ადამიანური, მაგრამ ჩემმა თანამშრომლებმა კარგად იციან, როცა საქმე ეხება სამშობლოს ინტერესებს და თუკი ამ გზიდან ვინმე გადაუხვევს, აქ ვარ ძალიან მკაცრი.
tbl.ge/11fd
დაკოპირდა

განაცხადა შს მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ გაზეთ ალიასთან ინტერვიუში.
ამავე თემაზე
- 1 მიმალვისას აივნიდან გადავარდა და დაიღუპა, დაიჭრა 3 - ქურდიანზე მომხდარზე 2 პირი დააკავეს
- "რამდენიმე მაღაზიაში შეაღწიეს, 2 000 ლარამდე თანხას დაეუფლნენ" - შსს-მ 2 პირი დააკავა
- უფლებამოსილების გადამეტებისთვის დაკავებული პოლიციელი გირაოთი გაათავისუფლეს – TV პირველი
- ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მეზობელმა მეზობელი მოკლა
- დედოფლისწყაროს ერთ-ერთ სოფელში კაცი დაჭრეს – ბრალდებული დაკავებულია




