რუსეთის აგრესია უკრაინაში

პოროშენკო: ევროპა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს გააფართოებს

www.telegraph.co.uk

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს შემოიღებს. ამის შესახებ ბრიუსელში უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა. ევროკავშირის ლიდერები უკრაინის საკითზე ბრიუსელში სამიტზე მსჯელობენ.

„ევროკავშირის წევრი ქვეყნების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა რუსეთის წინააღმდეგ სექტორული, მათ შორის მე-3 დონის სანქციების შემოღებას. და ეს დაკავშირებული იქნება უკრაინის პრეზიდენტის სამშვიდობო გეგმის წარმატებასთან, რომელმაც ევროკავშირის სრული მხარდაჭერა მოიპოვა", - განაცხადა პეტრიო პოროშენკომ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი უკრაინას მილიარდი ევროს ოდენობის დახმარებას გამოუყოფს.

მისი თქმით, ზოგიერთი ქვეყანა მზადაა უკრაინას სამხედრო-ტექნიკური დახმარება გაუწიოს. კერძოდ, კიევი ყველაზე თანამედროვე არალეტალურ შეიარაღებას მიიღებს.

კომენტარები