ბილდტი: უკვე ნათელია, რომ რუსეთის რეგულარული არმია უკრაინაში შეიჭრა

ჩვენ უკვე ნათლად ვხედავთ საბრძოლო მოქმედებებს აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის რეგულარულ არმიასა და უკრაინის სამხედრო ძალებს შორის. ამ ყველაფერს ერთი სახელი შეიძლება დაერქვას.

ამ დილით კაბინეტი შეიკრიბა. მე მქონდა მოხსენება უკრაინაში რუსეთის სამხედრო მოქმედებების ესკალაციაზე. მალე ევროკავშირსა და NATO-ში ამ საკითხზე უმაღლეს დონეზე შეხვედრები გაიმართება.

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, კარლ ბილდტი აქტიურად ეხმაურება უკრაინაში სამხედრო მოქმედებების ესკალაციას საკუთარ Twitter-ზე. შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში რუსეთის რეგულარული ჯარები უკრაინაში შედიან. მედიის ცნობით, გუშინ ღამით მათ ქალაქი ნოვოაზოვსკი აიღეს.

კომენტარები