აგვისტოს შუა რიცხვებიდან NATO-მ მიიღო რამდენიმე ცნობა რუსული ჯარების, მათ შორის სადესანტო, საჰაერო თავდაცვის და სპეციალური ოპერაციების ძალების მონაწილეობის შესახებ კონფლიქტში აღმოსავლეთ უკრაინაში. ამის შესახებ, The New York Times-ის ცნობით, 22 აგვისტოს ალიანსის პრესმდივანმა ოანა ლუნგესკუმ განაცხადა.
მან ასევე დაადასტურა, რომ, NATO-ს ინფორმაციით, უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არტილერიის ქვედანაყოფები იმყოფება.
„რუსული საარტილერიო მხარდაჭერა - როგორც საზღვრის მეორე მხრიდან, ასევე უკრაინის ტერიტორიიდან, ამჟამად გამოიყენება უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღდეგ", - განაცხადა ლუნგესკუმ.
დღესვე NATO-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა საგანგებო განცხადება გამოაქვეყნდა და უკრაინაში, კიევის ნებართვის გარეშე რუსული „ჰუმანიტარული კოლონის" შესვლა დაგმო.