მოდელირებული ქრონიკა

ჟურნალისტი ეკა წამალაშვილი მოდელირებული ქრონიკის გამო პროკურატურაში დაიბარეს

პროკურატურის პრესსამსახური ტაბულასთან საუბარში ადასტურებს, რომ ტელეკომპანია იმედის ყოფილი ჟურნალისტი ეკა წამალაშვილი მოწმის სტატუსით დაკითხვაზეა დაბარებული. პროკურატურა სამართლებრივ საფუძვლებს არ ასახელებს. როგორც პროკურატურაში აღნიშნეს, ამ საკითხის შესახებ დამატებით ინფორმაციას მედიას მოგვიანებით მიაწვდიან.

დღეს ეკა წამალაშვილმა Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა, რომ მას მთავარი პროკურატურიდან  გამომძიებელი თამარ კუჭავა დაუკავშირდა და უთხრა, რომ ე.წ. „მოდელირებული ქრონიკის“ საკითხზე მასთან კითხვები აქვთ. როგორც წამალაშვილი აღნიშნავს, მას პროკურატურიდან უწყისი არ მიუღია. 

 

 

კომენტარები