საქართველოს მორაგბეთა ნაკრები

ნოემბრის ტესტმატჩებში ბორჯღალოსნები ტონგას, იაპონიას და ირლანდიას შეხვდებიან

ალექსანდრე ისკანდაროვი / ტაბულა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიოს 2015 წლის ჩემპიონატამდე, ნოემბერში რამდენიმე მნიშვნელოვან სატესტო მატჩს გამართავს.

რაგბის კავშირის ცნობით, 8 ნოემბერს ბორჯღალოსნები შინ ტონგას შეხვდებიან, 23-ში იაპონიას უმასპინძლებენ, 16 ნოემბერს კი დუბლინში ექვსი ერის გამარჯვებულს, ირლანდიას ესტუმრებიან.

"მეორე დონის სარაგბო ქვეყნების ტესტმატჩების პროგრამას ირბ აფინანსებს. საბჭო ამ ქვეყნებისათვის ტურნირებსა და სანაკრებო პროგრამებში ყოველწლიურად 10 მილიონი გირვანქის ინვესტირებას ახორციელებს", - ნათქვამია რაგბის კავშირის ვებგვერდზე.

კომენტარები