ტყიბულის საკრებულო

ტყიბულში საკრებულოს თავმჯდომარე ვერ აირჩიეს

ka.integrable.org

ტყიბულში საკრებულოს თავმჯდომარე ვერ აირჩიეს. სხდომაზე დასახელებული იყო მხოლოდ ერთი კანდიდატი, კოალიცია ქართული ოცნების წევრი თამაზ კუბლაშვილი. ინტერპრესნიუსის ცნობით, კენჭისყრისას კუბლაშვილს ხმა საკრებულოს 10-მა წევრმა მისცა, წინააღმდეგი 13 იყო, ერთი ბიულეტენი ბათილად გამოცხადდა. საკრებულოს სხდომას 24 წევრი ესწრებოდა. თავმჯდომარეს სავარაუდოდ საკრებულოს მომავალ სხდომაზე აირჩევენ.

ტყიბულის ახლად არჩეული საკრებულო 25 წევრისაგან შედგება. მათგან ცამეტი კოალიცია ქართული ოცნების, ხუთი - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, ოთხი - ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიციის, ერთი - პატრიოტთა ალიანსის, ხოლო ორი - დამოუკიდებელი მაჟორიტარია.

კომენტარები