საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, "თბილისისთვის ადეკვატური, სწორად შერჩეული მერის გამოსავლენად, მეორედ მოსვლა გახდა საჭირო ამ უბანზე, მაგრამ ეს ღირს ამად". როგორც უსუფაშვილმა ხმის მიცემის შემდეგ აღნიშნა, "თბილისს სჭირდება კარგი პატრონი". ის დარწმუნებულია, რომ დღევანდელი დღე კარგ მერს გამოავლენს.
"დარწმუნებული ვარ, ყველგან გაიმარჯვებს ღირსეული. ისეთი ადამიანები, რომლებიც პირველ რიგში, თავის ამომრჩეველს ემსახურებიან და არა ვინმე სხვას" - თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ.
რვა ქალაქსა და ცამეტ მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 08:00-დან მიმდინარეობს.





