თბილისის საქალაქო სასამართლოში, რიყისა და ტელეიმედის გასხვისების საქმეზე გიგი უგულავას პროცესი მიმდინარეობს. აღნიშნულ საქმეზე უგულავასთან ერთად ბრალი თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილსაც ედება.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეებს მოუსმენენ.
პარალელურად, გიგი უგულავას ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში იმ გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ, რომლითაც ის პატიმრობაში იმყოფება. საქმის წარმოებაში მიღებაზე გადაწყვეტილებისთვის სასამართლოს 5-დღიანი ვადა აქვს.





