ბრაზილია 2014

ექიმი: ნეიმარის ტრავმა საოპერაციო არაა, მაგრამ მუნდიალს გამოტოვებს

worldcup.com

ბრაზილიის ნაკრების შემტევი ნეიმარი, მსოფლიოს ჩემპიონატზე ვეღარ ითამაშებს.

ფორვარდმა კოლუმბიის წინააღმდეგ მეოთხედფინალურ მატჩში ზურგის საკმაოდ სერიოზული დაზიანება მიიღო.

ბრაზილიამ აღნიშნული შეხვედრა 2:1 მოიგო, ერთ-ერთ ეპიზოდში კი კოლუმბიელმა სუნიგამ ნეიმარის წინააღმდეგ იუხეშა, თუმცა მსაჯისგან დაუსჯელი დარჩა.

"სამწუხაროდ, ის თამაშს ვეღარ შეძლებს. ძალიან, ძალიან დამწუხრებულია," - განაცხადა როდრიგო ლასმარმა, ბრაზილიის ნაკრების ექიმმა.

"ტრავმა არ არის სერიოზული იმ კუთხით, რომ მას არ სჭირდება ოპერაცია, მაგრამ რეაბილიტაციის კურსი მაინც იქნება საჭირო".

ლამარის თქმით, აღდგენით პროცესს მინიმუმ რამდენიმე კვირა დასჭირდება.

რაც შეეხება ბრაზილიის ნაკრებს, ის ნახევარფინალურ ეტაპზე გერმანიის გუნდს დაუპირისპირდება და ნეიმარის გარდა, ტიაგო სილვას გარეშე მოუწევს ფონს გასვლა. ბრაზილიის კაპიტანს ორი ყვითელი ბარათი დაუგროვდა.

კომენტარები