ერაყი

ისლამისტებმა ერაყში ახალი ისლამური სახელმწიფოს შექმნის შესახებ განაცხადეს

www.windsorstar.com

ისლამისტურმა დაჯგუფებამ, რომელმაც ერაყის ჩრდილო-დასავლეთი რეგიონები დაიკავა, სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე ისლამური ხალიფატის შექმნის შესახებ განაცხადა.

ხალიფატის თვითგამოცხადებულმა ლიდერმა აბუბაქრ ალ-ბაღდადიმ მთელი მსოფლიოს მუსლიმებს მიართა, ახალ ისლამურ სახელმწიფოს ერთგულება შეჰფიცონ.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში ალ კაიდას მოკავშირე ტერორისტულმა ორგანიზაცია ერაყისა და ლევანტის ისლამურმა სახელმწიფომ ქვეყნის დიდ ნაწილი დაიკავა, მათ შორის, სიდიდით მეორე ქალაქი მოსული, ქალაქები ფალუჯა და ტიკრიტი.

კომენტარები